იმ დროს, როცა რიგით მენეჯერებს Starbucks მხოლოდ ორ არჩევანს სთავაზობს - დაბრუნდნენ ოფისში ან დატოვონ სამსახური, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან ნიკოლი იღებს ახალ პირად ოფისს ნიუპორტ-ბიჩში. ეს არის ოფისი ოკეანის ხედით. მისი ფართობი 430 კვ.მ-ია. იატაკი მუხის აქვს. ოფისში განთავსებულია $14000-იანი ყავის აპარატი. კაბინეტში განთავსებულია სველი წერტილიც აბაზანით. ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ სამუშაო სივრცე ბრაიან ნიკოლის საცხოვრებელი ბინიდან 5 წუთის სავალზეა.  CEO-ს სამუშაო სივრცე სიელტში, კომპანიის სათავო ოფისიდან 1 900 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ოფისი განთავსებულია პრესტიჟულ ბიზნეს-კომპლექსში. ერძოდ, გოლფ-კლუბის, სასტუმროსა და სტეიკჰაუსის მეზობლად.

Starbucks-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ახალი ოფისი განკუთვნილია არა მხოლოდ აღმასრულებელი დირექტორისთვის, არამედ სხვა მაღალი რანგის მენეჯერებისთვისაც. - „ბრაიანი დიდ დროს ატარებს მივლინებებში და მუშაობს სიეტლშიც, სადაც ოფისიც აქვს და საცხოვრებელიც. კალიფორნიაში მდებარე ოფისი წარმოადგენს ერთ-ერთ სამუშაო ჰაბს, რომელსაც ასევე შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის სხვა პარტნიორებმა“, — ნათქვამია Starbucks-ის ოფიციალურ განცხადებაში.

თუმცა ფაქტები სრულიად სხვა რამეზე მიუთითებს. ფაქტია, რომ ოფისი ტოპ-მენეჯერის სახლთან ახლოს განათავსეს. აღნიშნული იწვევს კითხვებს იმ ფონზე, როცა დანარჩენ თანამშრომლებს კომპანიაში დაბრუნება და ოფისში ფიზიკური დასწრებით მუშაობა ევალებათ. მით უმეტეს, რომ ნიკოლს ახალი ოფისი მაშინ გადასცეს, როდესაც Starbucks-მა გაამკაცრა ოფისში დაბრუნების (return-to-office) პოლიტიკა. კომპანიამ მენეჯერებს მოსთხოვა, კვირაში ოთხი დღე ოფისიდან იმუშაონ. ვინც ამის შესრულებაზე უარს ამბობს ტოვებს სამსახურს ან საცხოვრებლად სიეტლში, ტორონტოში ან ნიუ-იორკში გადადის.

თანამშრომელი ხშირად არც ისე კომფორტულ პირობებში იმყოფებიან. კომპანია ერთს აცხადებს, ხოლო ქმედებები საპირისპიროს ამტკიცებს. ასეთმა შეუსაბამობამ - კომპანიის განცხადებასა და რეალურ ნაბიჯებს შორის შეიძლება ნდობის კრიზისი გამოიწვიოს როგორც თანამშრომლებში, ისე მომხმარებლებში. Starbucks-ი შესაძლოა გახდეს კრიტიკის ობიექტი მედიასა და სოციალურ ქსელებში. კომპანიას უკვე აკრიტიკებენ თანამშრომლები, რომლებიც უკმაყოფილებას შიდა ფორუმებსა და კორპორაციულ საკომუნიკაციო არხებში უკვე აფიქსირებენ. ისინი ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებენ და კალიფორნიაში მდებარე ახალ ოფისს „პირად რეზიდენციას Starbucks-ის ლოგოთი“ უწოდებენ.

ბრაიან ნიკოლი უკვე გამხდარა კრიტიკის ობიექტი. კერძო თვითმფრინავით ნიუპორტ-ბიჩსა და სიეტლს შორის ფრენების გამო. აქციონერებმა და ეკოაქტივისტებმა ეს ქმედება არ მოიწონეს, რადგან ის კომპანიის ეკოლოგიურ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

როგორც ჩანს Starbucks-ს ბრაიან ნიკოლის სურვილების შესრულება თანამშრომლებისა და მედიის შესაძლო კრიტიკად უღირს. ნიკოლმა Chipotle-ის CEO-ს პოზიციაზე ყოფნის დროს კომპანიის შემოსავლებისა და საბაზრო კაპიტალის მნიშვნელოვანი ზრდა შეძლო. Starbucks-ში ანალოგიურ შედეგს ელიან და იმედოვნებენ, რომ ბრაიან ნიკოლის ხელმძღვანელობით გაყიდვების გაძლიერებას შეძლებენ, გადაჭრიან პრობლემებს მობილური შეკვეთების სისტემაში და განაახლებენ მომსახურების კორპორაციულ კულტურას. თუმცა ჯერჯერობით, ახალ ოფისს Starbucks-სთვის პროდუქტიულობა არ მოუტანია და არც ციფრში მატება.