ამერიკულმა Pfizer Inc.-მა მეორე კვარტალში წმინდა მოგება რამდენჯერმე გაზარდა, ამავე დროს შემოსავალი და კორექტირებული მოგება ბაზრის პროგნოზებზე უკეთესი აღმოჩნდა.

როგორც Pfizer–ის პრესრელიზშია ნათქვამი, 2025 წლის აპრილ-ივნისში მისმა წმინდა მოგებამ 2.91 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 51 ცენტი აქციაზე შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 41 მილიონ აშშ დოლართან ანუ აქციაზე 1 ცენტთან შედარებით, როდესაც მაჩვენებელში შედიოდა წარმოების ოპტიმიზაციის პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზაციის ხარჯები 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობით, ანუ 18 ცენტი ერთ აქციაზე.

ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით, მოგებამ აქციაზე 78 ცენტი შეადგინა.

კვარტალური შემოსავალი წინა წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა და 14.65 მილიარდ დოლარს მიაღწია.

FactSet-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები საშუალოდ, 13.56 მილიარდი დოლარის შემოსავლის პირობებში აქციაზე კორექტირებულ მოგებას 58 ცენტს ელოდნენ.

კომპანიამ დაადასტურა 2025 წლის შემოსავლების პროგნოზი 61-64 მილიარდი დოლარის დიაპაზონში. ერთ აქციაზე კორექტირებული მოგების პროგნოზი გაიზარდა 2.9-3.1 დოლარამდე 2.8-3 დოლარიდან (კონსენსუსი - 3.02 დოლარი).

წყარო: interfax