„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესს თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდის მოთხოვნით მიმართავს.
„ბლუმბერგის“ ცნობით, თეთრი სახლი თავდაცვაზე 1,5 ტრილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვს. ეს თანხა მოიცავს თავდაცვის დეპარტამენტისთვის გამოყოფილ 1,1 ტრილიონ დოლარს და 350 მილიარდ დოლარს დამატებითი რესურსებისთვის.
როგორც გამოცემა წერს, არათავდაცვითი ხარჯები 73 მილიარდი დოლარით, ანუ ათი პროცენტით შემცირდება.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ბიუჯეტი თუ დამტკიცდება, ეს ერთი წლის განმავლობაში პენტაგონის დაფინანსების ყველაზე დიდი ზრდა იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.