ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla Inc.-მა 2026 წლის პირველ კვარტალში წმინდა მოგება 17%-ით, ხოლო შემოსავალი 16%-ით გაზარდა. კორექტირებულმა მოგებამ და შემოსავალმა ბაზრის პროგნოზებს გადააჭარბა.

იანვარ-მარტში Tesla-ს წმინდა მოგებამ 477 მილიონი დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 409 მილიონი დოლარი. ერთ აქციაზე მოგება 0.12 დოლარიდან 0.13 დოლარამდე გაიზარდა. ერთჯერადი ხარჯების გამოკლებით, მოგება აქციაზე 0.41 აშშ დოლარამდე გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი 0.27 აშშ დოლარი იყო – ეს აღემატება FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზს, რომელიც აქციაზე 0.35 აშშ დოლარი იყო.

Tesla-ს კვარტალური შემოსავალი წინა წლის ანალოგიური პერიოდის 19,34 მილიარდი დოლარიდან 22.39 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა – ექსპერტების საშუალო პროგნოზი 22.19 მილიარდი დოლარი იყო.

ვრცლად interfax – ზე