საზოგადოებრივი კვების ობიექტებს 1 ივლისიდან მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში/ნაკეთობაში შეფუთული/განთავსებული სურსათის მიწოდება აეკრძალებათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული რეგულაცი კვერცის შეფუთვაზე არ ვრცელდება. მისივე თქმით, თუკი კანონის მათ სექტორზეც გავრცელდება, მაშინ სექტორს მუყაოს შეფუთვაზე გადართვა მოუწევს, რაც კვერცხის ფასზეც აისახება.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პლასტმასთან მიმართებაში არსებული შეზღუდვა ეხება უშუალოდ საჭმელთან კონტაქტში მყოფ მასალას. კვერცხი ამ შემთხვევაში ნაჭუჭშია და შესაბამისად, პირდაპირ საკვებ პროდუქტს არ აქვს პლასტმასთან შეხება.
თუკი რეგულაციები ჩვენც შევეხო, მაშინ გადავერთვებით მუყაოს კოლოფებზე მარტივად, თუმცა ეს მუყაოს კოლოფები საკმაოდ ძვირი ღირს პლასტმასისგან განსხვავებით. შესაბამისად, თუ მოთხოვნა ჩვენზეც გავრცელდება ეს იქნება დამატებითი წნეხი თვითღირებულებისთვის, რაც კვერცხის ფასზეც შესაბამისად აისახება“. - აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.