ხელახლა უნდა განვიხილოთ წინა წითელი ხაზები, რომლებიც არსებობდა ზოგიერთი სანქციის დაბლოკვისთვის და ის, თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პირველ რიგში, კარგი ამბავი უკრაინის შესახებ: 90 მილიარდი ევროს სესხი, რომელიც დავამტკიცეთ და ასევე სანქციების მე-20 პაკეტი. ახლა ასევე ხელახლა უნდა განვიხილოთ წინა წითელი ხაზები, რომლებიც არსებობდა ზოგიერთი სანქციის დაბლოკვისთვის და ის, თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კალასმა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებმა ასევე მუშაობა დაიწყეს სანქციების 21-ე პაკეტზე.

„ლიდერები მართლაც აქტიურად ცდილობდნენ სანქციების 21-ე პაკეტის გაგრძელებას. ეს ძალიან მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ ისინი ვერ გადაგვწონიან. ეს ასევე მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ უკრაინა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათთვის და ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას“, - აღნიშნა კალასმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები კვიპროსში არაფორმალურ შეხვედრას მართავენ. შეხვედრა გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება.

ipn.ge