სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მარტვილში ღორების არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.

ფიზიკური პირი ნ. პ. (მის: მარტვილი, სოფელი ბანძა) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ობიექტზე დარღვეული იყო სურსათის უვნებლობის და ვეტერინარული ზედამხედველობის მოთხოვნები.  

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა. 

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს