ტაილანდის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთით, კრაბის პროვინციაში გიგანტური ვირთხის ნამარხი ნაშთები — კბილები — აღმოაჩინეს. აღმოჩენა სამეცნიერო ჟურნალ Scientific Report–ში იყო აღწერილი.
სახეობა დათარიღდა გვიანი ეოცენით, ის დაახლოებით 33-35 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. მეცნიერების გამოთვლებით, ვირთხა 21-დან 47 კილოგრამამდე იწონიდა, საშუალოდ დაახლოებით 30. ეს წონა ცხოველს პალეოგენური პერიოდის ყველაზე დიდ ცნობილ მღრღნელად აქცევს. ამ სახეობის აღმოჩენა მნიშვნელოვან მტკიცებულებას იძლევა იმისა, რომ მღრღნელების ევოლუცია უფრო დიდი სხეულის ზომისკენ 15-20 მილიონი წლით ადრე დაიწყო, ვიდრე აქამდე ეგონათ. ნამარხები ტაილანდის მინერალური რესურსების დეპარტამენტში ინახება.