ჩინეთში ექვსმა ჰუმანოიდმა რობოტმა ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობა დაიწყო. Techspot-ის ცნობით, ორი მათგანი პირველი 24 საათის განმავლობაში სამსახურიდან გაათავისუფლეს. Agibot-ის მიერ წარმოებულ რობოტებს ყავის მოხარშვა, შენობის დალაგება და მომხმარებლების მომსახურება ევალებოდათ. ორმა მოწყობილობამ დავალების შესრულება ვერ შეძლო.
ერთ-ერთი რობოტი გადავსებულ ნაგვის ურნას შეეჯახა, კოორდინაცია დაკარგა და მაღაზია დატოვა. მმეორე მოწყობილობა, რომელიც თაროების შემოწმებაზე იყო პასუხისმგებელი, ამას ძალიან ზარმაცად აკეთებდა.
მაღაზიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, მოეშორებინა რობოტები, რომლებმაც შემოწმება ვერ გაიარა. როგორც ჩანს, დანარჩენმა ოთხმა მოწყობილობამ წარმატებით შეასრულა თავისი დავალებები.
რობოტების მუშაობა მაღაზიაში აუცილებელი იყო ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელსაც Agibot-მა „რობოტები არასდროს ტოვებენ ცვლას“ უწოდა. ტესტის მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ როგორ ასრულებენ მანქანები ადამიანურ მოვალეობებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჰუმანოიდი რობოტებიც კი შეიძლება არაპროგნოზირებადი იყვნენ.