MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური 5-მა ქართველმა მებრძოლმა მოიპოვა. ხუთივე მათგანმა ფინალამდე გზა დამაჯერებლად გაიარა და ოქროს მოგების რეალური შანსიც აქვთ.
მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ორ ნახევარფინალისტს, იოანე ბიქაშვილსა და ლევან ლაგვილავას მეტოქეები ტრავმების გამო ჩაეხსნენ, შესაბამისად ქართველი მებრძოლები ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.
დანარჩენმა სამმა ნახევარფინალისტმა კი ფინალის საგზური ფინიშებით მოიპოვეს. საბოლოოდ ფინალური წყვილები ასე განაწილდა:
70.3კგ - გივი ბერიძე vs ზურაბ ჯანჯულაია (რუსეთი)
79.4კგ - იოანე ბიქოშვილი vs რახიმ ბიბულატოვი (რუსეთი)
88.4კგ - ნიკა ბერიძე vs დონიორ კუვანდიკოვი (უზბეკეთი)
97კგ - საბა სულამანიძე vs გაჯიმურად ტაგიროვი (რუსეთი)
97+kg - ლევან ლაგვილავა vs ომარ გასაინიევი (რუსეთი)