კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა, ყველა 548 სიკვდილმისჯილ პატიმარს სასჯელი შეუმსუბუქა და მათი სასჯელი პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე სამუდამო პატიმრობით შეიცვალა, იუწყება Bloomberg. 

კალიფორნიაში ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, სიკვდილმისჯილთა ყველაზე დიდი რაოდენობაა — საერთო რაოდენობის დაახლოებით 25%. შტატში ბოლო სიკვდილით დასჯა თითქმის 20 წლის წინ განხორციელდა.

ნიუსომმა სიკვდილით დასჯას „მორალურად მიუღებელი“ უწოდა. 2019 წელს თანამდებობის დაკავების შემდეგ მან სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი დააწესა და ახლა ყველა პატიმრის სასჯელი შეუმსუბუქა. „ამ გადაწყვეტილებას ვიღებ, რადგან მტკიცედ მწამს, რომ სახელმწიფოს მიერ სანქცირებული მკვლელობა არ შეესაბამება კალიფორნიის ღირებულებებს“, - განაცხადა გუბერნატორმა.

ამავდროულად, გევინ ნიუსომმა აღიარა, რომ მისი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კალიფორნიის ამომრჩევლების პოზიციას, რომლებიც სიკვდილით დასჯას მხარს უჭერენ. 

სასჯელის შემსუბუქება პოლიტიკოსის, როგორც გუბერნატორის, ერთ-ერთი ბოლო ქმედება იყო; მას იანვარში ქსავიერ ბესერა შეცვლის.

სიკვდილით დასჯა ლეგალურია ამერიკის 27 შტატში, რომელთაგან რვაში მორატორიუმია გამოცხადებული. ამ ტიპის სასჯელი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფედერალურ დონეზე და აშშ-ის სამხედრო ძალებში.

წყარო: snob.ru