2024 წლის მარტში საუდის არაბეთი აზიის ქვეყნებისთვის და შეერთებული შტატებისთვის ნავთობის გარკვეული ტიპების ფასებს დააკორექტირებს. 

აზიაში მიწოდებული ძირითადი ტიპის - Arab Light-ის ღირებულება უცვლელი დარჩება, Arab Extra Light-ის ფასი ბარელზე $0,05-ით შემცირდება, Arab Medium -ის ფასი კი ბარელზე $0,2 ნაკლები იქნება, იტყობინება სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco.

Arab Light აზიელი მყიდველებისთვის კვლავ 1,5%-ით მეტი ეღირება ომანისა და დუბაის ნავთობის კალათაზე - ეს არის მინიმალური ფასი 2021 წლის ნოემბრის შემდეგ.

Saudi Aramco შეამცირებს Arab Extra Light და Arab Light კლასების ფასებს შეერთებული შტატებისთვის, შესაბამისად, $0.2 და $0.3-ით ბარელზე, და უცვლელად შეინარჩუნებს ჩრდილო-დასავლეთ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვის მიწოდებულ ნავთობის ღირებულებას.