აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  გაიზარდა  1,34  მილიონი ბარელით და შეადგინა 432,606 მლნ ბარელი.

ბენზინის მარაგები გაიზარდა  8,03  მილიონი ბარელით  და შეადგინა  2245,076  მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები  გაიზარდა 6,53 მილიონი ბარელით და შეადგინა  132,475  მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და შეადგენს 13,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.