მშობლების მკვლელობისთვის გასამართლებული ერიკ და ლაილ მენენდესების საქმეს სასამართლო ხელმეორედ განიხილავს.

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს თითქმის 30 წლის წინ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

1989 წელს ძმებმა მშობლები ჯოზე და კიტი მენენდესები საკუთარ სახლში სანადირო თოფებით მოკლეს. პროკურატურის ვერსიით მკვლელობის მიზეზი მემკვიდრეობის მიღება იყო. თავად ეჭვმიტანილების მტკიცებით, მათზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა მამა, ხოლო დედამ ამის შესახებ იცოდა და შვილების დაცვა არ უცდია. მკვლელობის მომენტში ლაილ მენენდესი 21 წლის იყო, ხოლო ერიკ მენენდესი 18-ის.

1990-იანების დასაწყისში გახმაურებული საქმის შესახებ 2024 წელს სტრიმინგის სერვისზე Netflix მინისერიალი Monsters: The Lyle and Erik Menendez Story გამოვიდა.

როგორც რამდენიმე მედია წერს საქმეს დაემატა ახალი მტკიცებულებები, მათ შორის ერიკ მენენდესის მიერ ბიძაშვილისთვის მიწერილი წერილი, სადაც მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ წერს.

ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურორის თქმით, არსებობს "მორალური და ეთიკური ვალდებულებები", რომელთა გამო საქმის გადახედვა აუცილებელია.

წლების განმავლობაში მენენდესებმა საქმის ხელახალი განხილვის მოთხოვნით სასამართლოს არაერთხელ მიმართეს, თუმცა ყველა ჯერზე უარი მიიღეს.

წყარო: ტაბულა