საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მწვანე ბარათის პროგრამაზე რეგისტრაცია 2 ოქტომბერს დაიწყო და 5 ნოემბერს დასრულდება. 

„ამ პოსტში გიზიარებთ მონაწილეობისთვის საჭირო აუცილებელ ინფორმაციას:

მონაწილეობამდე სრულად გაეცანით ინსტრუქციას: https://bit.ly/DVGEO26

რეგისტრაცია დაიწყო 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე. რეგისტრაცია სრულდება 5 ნოემბერს, 20:00 საათზე.

რეგისტრაცია იყო და არის უფასო. ნუ გადაუხდით თანხას ვინმეს მონაწილეობისთვის. რეგისტრაცია ხდება მხოლოდ ამ ვებგვერდზე: dvprogram.state.gov

თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ. სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2025 წლის 3 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov

აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას. შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.

მწვანე ბარათის ლატარიაში შერჩევა არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენ მიიღებთ საიმიგრაციო ვიზას ან მიხვალთ სავიზო გასაუბრების ეტაპამდე. გთხოვთ, გაეცნოთ პროგრამის ინსტრუქციას: https://bit.ly/DVGEO26“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.