სირიამ ორგანიზაცია BRICS-ში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ჩვენ ძალიან გვაინტერესებს BRICS-ში გაწევრიანება. ჩვენ უკვე გავაგზავნეთ წერილობითი თხოვნა ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ“, - განაცხადა რუსეთში სირიის ელჩმა ბაშარ ჯააფარიმ.
BRICS-ი, რომელიც ამჟამად 9 წევრისგან შედგება (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები), 2006 წელს დაარსდა. სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ განაცხადი გაწევრიანებაზე თურქეთმა შეიტანა.
წყარო: იმედინიუსი