გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, უკრაინის დახმარების საკოორდინაციო მორიგი შეხვედრის მონაწილეებს უკრაინა წარუდგენს თავის „გამარჯვების გეგმას“, - იტყობინება Reuters-ის სააგენტო, რომელიც ეყრდნობა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ Telegram-ის არხით გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, შეხვედრა გაიმართება 12 ოქტომბერს.

„ჩვენ წარვადგენთ გამარჯვების გეგმას, მკაფიო, საგანგებო ნაბიჯებს ამ ომის სამართლიანი დასრულებისთვის“, - წერს ზელენსკი.

უკრაინა, რომელიც მეზობელ - ბევრად დიდ რუსეთთან ათასი დღეა ომს აწარმოებს, ბოლო თვეებში მიანიშნებს ომის დასრულების გეგმის თაობაზე. ამ გეგმის დეტალები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ როცა ზელენსკი აშშ-ში იყო, მან ის გააცნო აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, გეგმა შეიცავს „არაერთ პროდუქტიულ ნაბიჯს“, რომლებშიც აშშ უკრაინას მხარში დაუდგებოდა.

თუმცა, გაზეთი Wall Street Journal-ი ამერიკელ ანონიმურ მოხელეზე დაყრდნობით, წერდა, რომ გეგმა შეიცავს ბევრჯერ გამოთქმულ თხოვნას, მიაწოდონ უკრაინას მეტი იარაღი, მოუხსნან კიევს შორს მოქმედების იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა და, რომ მასში არ არის კომპლექსური სტრატეგია.

წყარო: რადიო თავისუფლება