საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტალინა გეორგიევა უკრაინის დედაქალაქში დღეს დილით ჩავიდა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

კიევში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს, უკრაინის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ ანდრეი პიშნისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება.

გასული წლის ნოემბერში უკრაინამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 8.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის პროგრამის შესახებ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელსაც ფონდის საბჭო მომდევნო კვირებში განიხილავს.

ცნობისთვის, ეს 2023 წლის შემდეგ კიევში კრისტალინა გეორგიევას პირველი ვიზიტია.

ipn.ge