რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი დუმაში მოქალაქეების ანგარიშებიდან ფულის ამოღების ინიციატივით გამოვიდა.
საუბარია დაახლოებით 130 ტრილიონი რუბლის „ინვესტირების“ სქემაზე, რომელიც შემდეგ, დეპუტატის განცხადებით, მოქალაქეებს უნდა დაუბრუნდეს.
,,ყველაფერი ძველი, საბჭოთა სქემის მიხედვით ხდება. მოქალაქეების ანგარიშებიდან 130 ტრილიონის ამოღება, "ინვესტირება"და შემდეგ დაბრუნება. ეს ფული არც წარმოებაში იდება და არც სხვა რამეში, არც კი გამარჯვებაში. ამ პრობლემის გადაჭრა სწრაფად შეიძლება. პრეზიდენტი რომ ვიყო, ამას ერთი ხელის მოწერით, ერთი დეკრეტით გავაკეთებდი. ომის დროს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, მას ამის სრული უფლება აქვს." - აცხადებს გენადი ზიუგანოვი.