დღეს ჩინეთში ელექტრომობილებს ათობით სხვადასხვა კომპანია აწარმოებს. მათ შორის ვხვდებით როგორც სრულიად ახალ სტარტაპებს, ისე მსხვილი კორპორაციების შვილობილ ბრენდებს. რადგან ბაზარზე არსებული ავტომობილების ფასები ხშირად თითქმის იდენტურია, ჩნდება კითხვა, რა არის, პრემიუმ ჩინური ელექტრო ავტომობილების კომპანიის,IM Motors-ის მთავარი ღირებულება და რით განსხვავდება ის კონკურენტებისგან.

ვინ ქმნის ბრენდს?

კომპანია 2020 წელს სამი გიგანტი კორპორაციის პარტნიორობით დაფუძნდა. მათ შორისაა SAIC Motor, 70 წელზე მეტი ისტორიის მქონე, ჩინეთის უმსხვილესი ავტომწარმოებელი. მეორე პარტნიორმა, Alibaba Group კორპორაციამ, ახალ ელექტრომობილებში ხელოვნური ინტელექტი და ჭკვიანი ციფრული სისტემები დანერგა, ხოლო Zhangjiang Hi-Tech პროექტში უახლესი ნახევარგამტარული ტექნოლოგიებით ჩაერთო.

ეს თანამშრომლობა განასხვავებს IM Motors-ს კონკურენტებისგან. ის რიგითი ახალბედა სტარტაპი ნამდვილად არ არის, რადგან სამი სხვადასხვა ინდუსტრიის მრავალწლიან გამოცდილებასა და ცოდნაზეა აგებული.

რომელ ინოვაციურ ტექნოლოგიებს იყენებს IM Motors?

IM Motors იმ პირველ მწარმოებლებს შორისაა, რომლებმაც სერიულ მოდელებში ნახევრად მყარი ელექტროლიტის მქონე ბატარეა გამოიყენეს. ასეთი 130 კვტ.სთ-იანი ელემენტით აღჭურვილი ეკონომიური ავტომობილები ერთი დამუხტვით დაახლოებით 1000 კმ-ს გადის, რაც ამ კლასში მართლაც გამორჩეული მაჩვენებელია.

უსაფრთხოების თვალსაზრისით ბატარეის სტრუქტურა იცავს უჯრედებს გადახურებისგან: ერთი უჯრედის ტემპერატურის მატება მეზობელ ელემენტებზე არ ვრცელდება, ეს კი აალების საფრთხეს ფაქტობრივად გამორიცხავს.

კომპანიამ Formula 1 სერიის უილიამსის გუნდთან ითანამშრომლა და ახალი თაობის ციფრული შასი, სახელად Lizard, შეიმუშავა. ამ სისტემის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ძრავა, მუხრუჭი, საჭე და საკიდარი საერთო ციფრული ქსელით მუშაობს. შესაბამისად, ავტომობილის ცენტრალური მექანიზმი სამივე მიმართულებით მოძრაობას ერთდროულად აკონტროლებს და მანევრირების სიზუსტეს აუმჯობესებს.

რა შედეგები მოაქვს ამ ტექნოლოგიებს?

ის, თუ რა შეუძლია ახალ ციფრულ შასისა და ზუსტ მანევრირებას, ყველაზე კარგად დამყარებულ მსოფლიო რეკორდებში ჩანს. მაგალითად, მოდელმა IM LS7 სველ ზედაპირზე დრიფტში გინესის რეკორდი მოხსნა და პირველობა Porsche Taycan მოდელს ჩამოართვა. მძღოლმა ამ ურთულეს პირობებში 43 კილომეტრზე მეტი გაიარა და ჯამში 258 წრე შეასრულა.

 ამ მხრივ კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა მეორე ავტომობილი, IM 6. მან ცნობილ ირმის ტესტში 25 წლის წინანდელი რეკორდი გააუმჯობესა და დაბრკოლება საათში 90.96 კილომეტრი სიჩქარით გადალახა. შედარებისთვის, 1999 წლიდან ეს სტატუსი Citroen-ის ბრენდს ეკუთვნოდა 85 კმ/სთ მაჩვენებლით. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ ავტოინდუსტრიის ისტორიაში პირველად, ამავე მოდელმა აღნიშნული გამოცდა სრულად ავტომატურ რეჟიმში, საჭესთან მძღოლის გარეშეც ჩააბარა.

IM Motors-ის რომელი მოდელების შეძენა შეგიძლიათ საქართველოში?

ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი, IM Motors Georgia, სამ სხვადასხვა ავტომობილს გთავაზობთ. ესენია სპორტული ხასიათის პრემიუმ სედანი IM5, SUV ტიპის IM6, რომელიც მანევრირებით სედანს არ ჩამოუვარდება, და ფართო მოდელი, საოჯახო დიდი ჩინური ჯიპი IM LS7, რომელიც პნევმატიკური დაკიდებითა და ოთხივე წამყვანი თვლითაა აღჭურვილი.

ამ მოდელების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს immotors.ge ან ესტუმრეთ ბელიაშვილის 131-ში მდებარე შოურუმს.