საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც, ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.

ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის გაფორმდა მემორანდუმები კულტურის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.