Sotheby's-ის პრესსამსახურის ცნობით, რომანოვების ოჯახის კუთვნილი 197.80 კარატიანი დაუმუშავებელი ცეილონის საფირონი აუქციონზე გაიყიდება.
ბრილიანტის სამაჯურზე დამონტაჟებული ქვის ღირებულება 1.73 მილიონ ევროს შეადგენს. გაყიდვა 11 ნოემბერს ჟენევაში, აუქციონის ფარგლებში გაიმართება.
საფირონს რომანოვების მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს. 1903 წელს, ქვრივმა იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნამ ის ზამთრის სასახლეში გამართულ ბალზე ატარა. მოგვიანებით, რევოლუციის შემდეგ, ქვა იმპერიული ქონების გაყიდვაში მოხვდა, შემდეგ ოპერის მომღერალ ჰანა ვალსკას, შემდეგ კი Cartier-ს გადაეცა.