ბრიტანულმა ფინტექ სტარტაპმა Revolut-მა ევროსთან მიბმული სტეიბლკოინი EURR გამოუშვა, – ინფორმაციას Bloomberg კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

EURR-ის ემიტენტი არის Bridge, აშშ-ში დაფუძნებული Stripe-ის შვილობილი კომპანია. Bridge ასევე ფლობს და მართავს ამ სტაბილური კრიპტოვალუტის მხარდამჭერ აქტივებს.

თავდაპირველად ის ხელმისაწვდომი იქნება Revolut-ის შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებისთვის დანიაში, პოლონეთსა და პორტუგალიაში, ხოლო სტარტაპი წლის ბოლოს ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) სხვა ბაზრებზე წვდომის გაფართოებას ისახავს მიზნად.

EURR ინტეგრირებული იქნება Revolut აპლიკაციაში და საშუალებას მისცემს, ევრო კრიპტოვალუტაზე და პირიქით, პირდაპირ ბლოკჩეინზე გადაიცვალოს.

ვრცლად interfax – ზე