აშშ-მა განაცხადა, რომ ჩაშალა ჩინეთის ჰაკერული ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც თავდამსხმელებმა შეაღწიეს ან შეღწევას ცდილობდნენიუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვის, სენატისა და სხვა მნიშვნელოვანი სამთავრობო უწყებების სისტემებში, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კონტროლი დაამყარა ორი ჰაკერული პლატფორმის, QScan-ისა და QTRouter-ის მიერ გამოყენებულ დომენებზე, რომლებიც კამპანიის ფარგლებში გამოიყენებოდა.

იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პლატფორმებს მართავს ჩინეთში დაფუძნებული ფირმა, Nanjing Xinjiuwei Network Technology Company, რომლის კლიენტებს შორის არიან ჩინეთის სამოქალაქო დაზვერვის სააგენტო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო და მისი სამხედრო ძალები - სახალხო განმათავისუფლებელი არმია.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იცნობენ იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნახსენებ სპეციფიკას, „ჩინეთის მთავრობა მტკიცედ ეწინააღმდეგება და ებრძვის კიბერშეტევების ყველა ფორმას კანონის შესაბამისად“. მისი მტკიცებით, აშშ კიბერუსაფრთხოების საკითხებს ჩინეთის დისკრედიტაციისთვის იყენებს