2026/27 წლების სეზონზე ევროპაში შაქრის წარმოება შესაძლოა ბოლო 38 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყოს ამ ზაფხულს ძლიერი სიცხისა და გვალვის გამო, – მიიჩნევს ფრანგული კომპანია Tereos.
„მოსავალი უფრო დაბალი იქნება გვალვის, განმეორებითი სიცხის ტალღების და, შესაბამისად, ჭარხლის მდგომარეობის გამო“, - განაცხადა Tereos–ის სოფლის მეურნეობის დირექტორმა, დევიდ სერჟანმა.
Tereos-ი ვარაუდობს, რომ 2026/27 წლების სეზონზე შაქრის ჭარხლის მოსავალი წინა წელთან შედარებით 20%-ით ნაკლები იქნება. ზოგიერთ რეგიონში მოსავლიანობის ვარდნა 50-60%-ს აღწევს.
მიმდინარე მოსავალი ასევე 15%-ით ნაკლებია ბოლო ხუთი სეზონის საშუალო მაჩვენებელზე. ამიტომ, Tereos-ი ცვლის თავისი შაქრის ქარხნების სამუშაო გრაფიკს, რათა არსებული ნედლეული მაქსიმალურად ეფექტურად გადაამუშაოს.