ამბასადორი აილენდ ბათუმსა და დუბაისერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდდეველოპერულ კომპანია HOLM Developments-შორის საინვესტიციო შეთანხმება ოფიციალურადგაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერესამბასადორი აილენდ ბათუმისგენერალურმადირექტორმა, გოჩა კამკიამ და HOLM Developments-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი ავაიანმა.

გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, HOLM Developments ამბასადორის კუნძულისტერიტორიაზე 140 000 კვ. ფართობზე უმაღლესისტანდარტების შესაბამის მულტიფუნქციურკომპლექსს განავითარებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროებიდანდეველოპერული კომპანიის შემოსვლაამბასადორიაილენდ ბათუმისმიერ შექმნილი ინსტიტუციურიმზაობისა და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოსპირდაპირი შედეგია. პროექტის ფარგლებშიჩამოყალიბებულმა ინტეგრირებულმა საინვესტიციოპაკეტებმა საერთაშორისო ინვესტორებს ბაზარზეეფექტური, გამჭვირვალე და დაცული ინვესტიციებისსრული გარანტიები შეუქმნა. ამით ამბასადორისკუნძულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომპროექტი წარმოადგენს პირდაპირი უცხოურიინვესტიციების მოზიდვის მძლავრ საერთაშორისოეკონომიკურ ჰაბს.

„საქართველო განსაკუთრებული პოტენციალის მქონე, სწრაფად მზარდ ბაზარს წარმოადგენს, ხოლო ამბასადორის კუნძულის უნიკალური ლოკაცია იდეალურ პირობებს ქმნის ჩვენი კომპანიის გაფართოებისთვის, საერთაშორისო მასშტაბით. რეგიონის პირველი, სრულყოფილი გენერალური გეგმით შემუშავებული, ხელოვნური კუნძულის პროექტი, სრულად ჰპასუხობს იმ მაღალ ურბანულ და ინსტიტუციურ სტანდარტებს, რომლითაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვხელმძღვანელობთ. ინოვაციურ კონცეფციასთან ერთად, პროექტი გამოირჩევა უპრეცედენტო საინვესტიციო შესაძლებლობებით, რაც დაბანდებული კაპიტალის ღირებულების სწრაფ ზრდასა და მაღალ საიჯარო უკუგებაში გამოიხატება. მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი დეველოპერული გამოცდილება, ამგვარ ინოვაციურ პროექტს მოვახმაროთ.“ - განაცხადა HOLM Developments-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი ავაიანმა.

„HOLM Developments-ის მიერ კუნძულისგენერალური გეგმის ფარგლებში 140 000 კვ.-ზემულტიფუნქციური კომპლექსის განვითარება, $250 მილიონზე მეტი მოცულობის ინვესტიცია და მათიგრძელვადიანი გეგმები ადასტურებს, რომ ჩვენ მიერშექმნილი პლატფორმა შავი ზღვის აკვატორიაშიუცხოელი ინვესტორებისთვის უმაღლესი ნდობითადა მიმზიდველობით სარგებლობს“, - აღნიშნაამბასადორი აილენდ ბათუმისგენერალურმადირექტორმა, გოჩა კამკიამ.

HOLM Developments- დუბაის უძრავი ქონებისსექტორში გამორჩეული რეპუტაციით სარგებლობს. კომპანია ოპერირებს სრულად საკუთარიკაპიტალით დაფინანსებული (equity-funded) ბიზნესმოდელით, ხოლო მისი მიწისა დასამშენებლო გარანტიების მოცულობა 1.1 მილიარდდირჰამს (AED) აღემატება. HOLM Developments-ის პორტფოლიო არაერთ გამორჩეულ პროექტსაერთიანებს, მათ შორის: HOLM One (რომლისბინების 50%-ზე მეტი პირველივე დღეს დაიჯავშნა, ხოლო პროექტი 10 დღეში სრულად გაიყიდა) დაLINEA by HOLM (რომელიც გაყიდვების დაწყებისდღესვე სრულად ამოიყიდა).

დაგეგმილი მულტიფუნქციური კომპლექსისოფიციალური წარდგენა 28 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან ბიზნესსექტორისლიდერები, ასევე დუბაიდან სპეციალურადმოწვეული საერთაშორისო მედიისა დასაზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლები. მოწვეული სტუმრები ადგილზე გაეცნობიანპროექტის მასშტაბს და საკუთარ გლობალურაუდიტორიას გაუზიარებენ ინფორმაციასამბასადორი აილენდის“, ბათუმისა დასაქართველოს საინვესტიციო და ტურისტულიპოტენციალის შესახებ.