მოგზაურობის რისკების მართვის კომპანია International SOS-ის (ISOS) მიერ ჩატარებული Risk Outlook-ის გამოკითხვაში, რესპონდენტთა 47%-ის აზრით, გეოპოლიტიკური დაძაბულობა 2026 წელს ბიზნეს მოგზაურებისთვის მთავარი რისკფაქტორია. შემდეგ მოდის კიბერდანაშაული (27%), პოლიტიკური არასტაბილურობა (26%), მიწოდების ჯაჭვის დარღვევები (26%) და რისკების მართვის გაურკვევლობა (24%). ამასთან, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ფაქტორები ურთიერთგამომრიცხავი არ არის.
ისინი ასევე აფრთხილებენ მოგზაურებისთვის კლიმატური რისკების შესახებ და რომ ორგანიზაციები არასაკმარისად არიან მომზადებულნი გაუმკლავდნენ მსოფლიოში არსებულ მზარდ შეფერხებებს, სადაც „დაუცველობა აღარ არის გამონაკლისი, არამედ ნორმა“. გამოკითხულთა დაახლოებით 57% დაეთანხმა, რომ ახალი რისკები უფრო სწრაფად ჩნდება, ვიდრე მათ კომპანიებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ.
„გარდა ამისა, თანამშრომლების ტვირთი, განსაკუთრებით ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, კვლავ იზრდება, ამიტომ ადამიანებზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა ISOS-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, არნო ვესიემ.
ანგარიშის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის ორი მესამედი (64%) ბოლო 12 თვის განმავლობაში უსაფრთხოების რისკების ზრდაზე მიუთითებს, ხოლო კიდევ 43%-მა ჯანმრთელობის რისკების ზრდა აღნიშნა. დაახლოებით იგივე პროცენტი ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებლები 2026 წელს გაიზრდება.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე