Transfermarkt-მა განახლებულ რეიტინგში მსოფლიოს 100 ფეხბურთელი წარადგინა, რომელთაც ამ ეტაპზე უმაღლესი საბაზრო ღირებულება აქვთ.

ტოპ ხუთეული:

Transfermarkt-ის რეიტინგის სათავეში ლამინ იამალი მოხვდა, რომლის საბაზრო ღირებულებაც 200 მილიონი ევროა. იდენტურადაა შეფასებული ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე, თუმცა, ასაკიდან გამომდინარე, ნორვეგიელი მეორეზეა, ფრანგი — მესამეზე. მათ შემდეგ პედრი მოდის (150 მილიონი), ხოლო ვინისიუს ჟუნიორი მეხუთე გახლავთ.

Transfermarkt-ის ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ახალ რეიტინგში ტოპ 100-ში "პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელიაცაა. ის 25-ე პოზიციას იკავებს.

კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 15 დეკემბრის შემდეგ არ შეცვლილა და 90 მილიონ ევროს შეადგენს. ის საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია. კვარაცხელიას მსგავსად, 90 მილიონ ევროდ ფასდებიან: ჰუგო ეკიტიკე, რაიან გრავენბერხი, არდა გიულერი და დეზირე დუე. თუმცა, ისინი ასაკით ხვიჩაზე პატარები არიან და, შესაბამისად, უფრო მაღალ პოზიციებს იკავებენ. Transfermarkt-ის მიხედვით, "კვარაზე" მაღალი ფასი მხოლოდ ვინისიუს ჟუნიორს აქვს.