აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს შეუძლია, „ადვილად“ გახსნას ჰორმუზის სრუტე.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამისთვის კიდევ ცოტა დროა საჭირო.

„ცოტაც და ჰორმუზის სრუტეს გავხსნით, ნავთობს ავიღებთ და უზარმაზარ სარგებელს მივიღებთ. ეს მთელი მსოფლიოსთვის იქნება ნავთობის ჭაბურღილი“, – წერს ტრამპი.