გერმანულმა ავტომწარმოებელმა Porsche-მ გამოაცხადა Bugatti-ში თავისი წილის მიყიდვის შესახებ საერთაშორისო კონსორციუმზე, რომელსაც საინვესტიციო ფირმა HOF Capital ხელმძღვანელობს. კომპანიამ გაყიდვის შესახებ თავის ვებსაიტზე განაცხადა.

2021 წლიდან Bugatti ერთობლივი საწარმოს სახით ოპერირებს, სადაც 45%-იანი წილი Porsche-ს ეკუთვნის, ხოლო 55%-იანი წილი ხორვატიულ Rimac ჯგუფს ეკუთვნის. გარიგების პირობების თანახმად, გერმანული ავტომწარმოებელი გაყიდის Bugatti Rimac-ში თავის ყველა აქციას და Rimac Group-ში თავისი აქციების 20.6%-ს .

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ფინანსური პირობები კონფიდენციალურია, Bloomberg-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარიგების ღირებულება შესაძლოა ერთ მილიარდ ევროს აღემატებოდეს.

ვრცლად liga.net - ზე