Pornhub-ს შემადგენლობაში შემავალი კომპანიის საკონტროლო პაკეტის ყოფილი მფლობელი, ავსტრიელი ბიზნესმენი ბერნდ ბერგმაირი, LUKOIL-ის აქტივების შეძენით დაინტერესდა,- ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს. წყაროს ცნობით, შესაბამისი წინადადებით ბერგმაირმა აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტს მიმართა.
Pornhub-ის მფლობელ კომპანიაში საკუთარი წილი ბერგმაირმა 2023 წელს გაყიდა.
ბიზნესმენმა, თავისი ადვოკატის საშუალებით, უარი თქვა დაეზუსტებინა, კონკრეტულად რომელი აქტივები აინტერესებს ან უკვე მიმართა თუ არა LUKOIL-ს.
„ცხადია, რომ Lukoil International GmbH შესანიშნავი ინვესტიცია იქნება და ყველას გაუხარდებოდა ამ აქტივებზე ფლობა“, - განაცხადა ბერგმაირმა და დაამატა, რომ პოტენციურ ინვესტიციებზე კომენტარს არ გააკეთებს.
Bloomberg-ის ცნობით, LUKOIL-ის აქტივებზე „ნამდვილი ბრძოლა“ დაიწყო. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ რუსული კომპანია ცდილობს საზღვარგარეთის აქტივები ერთ პაკეტად გაყიდოს, რაც პროცესს ართულებს, რადგან პოტენციურ მყიდველებს მხოლოდ კონკრეტული აქტივები აინტერესებთ.