პირველად სამი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთი დააწესებს დამატებითი ღირებულების გადასახადს პრეზერვატივებსა და კონტრაცეპტივებზე, - ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
განახლებული კანონმდებლობით, გადასახადი 13% იქნება და ცვლილებები ძალაში 2026 წლის იანვრიდან შევა.
ცნობისთვის, ამ კატეგორიის პროდუქცია არ ექვემდებარება დღგ-ს 1993 წლიდან, როდესაც ჩინეთმა გაატარა მკაცრი ერთი ბავშვის პოლიტიკა (ერთი შვილის პროგრამა) და აქტიურად შეუწყო ხელი ჩასახვის კონტროლს.