დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გამოცალკევებამ ქვეყანას მძიმე ეკონომიკური დარტყმა მიაყენა.

სტარმერმა განმარტა, რომ საერთო ეკონომიკური ზონის დატოვებამ ხელი შეუშალა ექსპორტის ზრდას და გააღრმავა სავაჭრო კონფლიქტები. დიდი ბრიტანეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ არსებული ვითარება ვეღარ შეიცვლება.

სამაგიეროდ, არსებობს ახალი ეკონომიკური მიდგომის მოფიქრების შესაძლებლობა და საჭიროება, რაც სავაჭრო შეზღუდვებს შეამცირებს და ევროკავშირთან ეკონომიკურ თანამშრომლობას აღადგენს.