პეტერ მადიარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა, - ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.

უნგრეთის ახალმა პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა.

პეტერ მადიარს მხარი 140-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 54-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

მანამდე, უნგრელმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარედ აგნეშ ფორსტოფერი აირჩიეს.

უნგრეთის პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილების თანახმად, პარლამენტის შენობაზე 2014 წლის შემდეგ პირველად, ევროკავშირის დროშა დააბრუნეს.

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პარლამენტის სხდომას არ დაესწრო.

www.interpressnews.ge