ევროკავშირში, მაისში, წინა წელთან შედარებით, ავტომობილების გაყიდვები 3.2%-ით გაიზარდა და 955 013 ერთეულს მიაღწია - ამის შესახებ ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციამ (ACEA) განაცხადა.

ევროპაში, მთლიანობაში (ევროკავშირის ქვეყნები პლუს ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი) ახალი ავტომობილების გაყიდვების რაოდენობა გასულ თვეში 3.6%-ით გაიზარდა და 1.152 მილიონს მიაღწია. დიდ ბრიტანეთში გაყიდვები 7.1%-ით გაიზარდა და 160,700 ერთეული შეადგინა.

გერმანიაში გაყიდვები 0.1%-ით, საფრანგეთში 3.7%-ით, იტალიაში 7.6%-ით და ესპანეთში 0.8%-ით გაიზარდა.

ელექტრომობილების გაყიდვები ევროკავშირში მაისში 42.9%-ით გაიზარდა და 203 400-ს მიაღწია. წლის დასაწყისიდან (იანვარი-მაისი) 950 500 ახალი ელექტრომობილი გაიყიდა, რაც ავტომობილების მთლიანი გაყიდვების 20%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 15.3%-ს შეადგენდა.

ევროკავშირში Volkswagen Group-ის (მათ შორის Skoda, Audi, Seat, Porsche და სხვა) გაყიდვები 3.6%-ით, Stellantis-ის - 2.6%-ით, ხოლო Renault-ის - 1.3%-ით შემცირდა. იაპონური Toyota Group-ის ავტომობილების გაყიდვები 0.7%-ით, ხოლო სამხრეთ კორეული Hyundai Group-ის - 1.3%-ით შემცირდა.

გერმანულმა ლუქს კლასის ავტომობილების მწარმოებელმა BMW AG-მ გაყიდვების 3.7%-იანი ზრდა განაცხადა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა Mercedes-Benz-მა - 0.7%-იანი ზრდა.

ჩინურმა BYD-მ ევროკავშირში გაყიდვები თითქმის 2.6-ჯერ გაზარდა, Chery-მ კი - 3.4-ჯერ.

ამერიკულმა Tesla-მ ევროკავშირში 21 767 ელექტრომობილი გაყიდა, რაც გასული წლის მაისის მაჩვენებელზე 2.5-ჯერ მეტია.

იანვარ-მაისში ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები 4%-ით გაიზარდა და 4,748 მილიონს მიაღწია.

წყარო: interfax