ზაფხულის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას დადებითად აფასებს სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე. მიუხედავად გაზაფხულის დასაწყისში დაფიქსირებული გამოწვევებისა, მაისიდან სასტუმროს დატვირთვის მაჩვენებელი გაიზარდა, რაც მიმდინარე სეზონის მიმართ პოზიტიური მოლოდინების საფუძველს იძლევა.
„2026 წლის ტურისტული სეზონი ეტაპობრივად უმჯობესდება. მაისიდან აღდგენის ტენდენცია დაიწყო. ივნისში სასტუმრო კარგ დატვირთვას აჩვენებს და ივლისის მიმართაც პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. სტუმრების ძირითად ნაკადს საერთაშორისო ბაზრები წარმოადგენს. განსაკუთრებით გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპული ბაზრებიდან. ჯამში, სეზონი პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობს და ზაფხულის თვეებში მოთხოვნის შემდგომ ზრდას ველოდებით“, — აღნიშნავს თათია ჩიკვაიძე.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს