2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტს (3 223 206 კაცი) მართლმადიდებლები შეადგენენ, რაც 2014 წელთან შედარებით 4.1 პროცენტით მეტია. თუმცა, აღწერათაშორის პერიოდში, მთლიან მოსახლეობაში მათი წილი 83.4 პროცენტიდან 82.0 პროცენტამდე შემცირდა, - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუსლიმური სარწმუნოების მიმდევართა რიცხვმა 437 458 შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 11.1 პროცენტი), რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 9.7 პროცენტით აღემატება. სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევართა რაოდენობა 6.7 პროცენტით შემცირდა და 101 736 კაცი შეადგინა. კათოლიკური სარწმუნოების მიმდევართა რიცხვი თითქმის უცვლელია, ხოლო იეჰოვას მოწმეთა რაოდენობა 13 პროცენტით შემცირდა და 10 787 კაცი შეადგინა.