უნგრეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრ Viktor Orbán-ის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე, Péter Szijjártó, პოლიტიკას ტოვებს და მუშაობას ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანია BYD-ში იწყებს.

სიიარტომ განაცხადა, რომ პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარი თქვა, რადგან მიიღო „უაღრესად საპატიო საერთაშორისო შეთავაზება“. მისი თქმით, დღეიდან ის BYD-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ახალი ბიზნესმიმართულებების განვითარების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

პეტერ სიიარტო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს თითქმის 12 წლის განმავლობაში იკავებდა. სწორედ მისი აქტიური მონაწილეობით მიიღო BYD-მა გადაწყვეტილება, ევროპაში პირველი საწარმო უნგრეთში აეშენებინა.