ირანის ქალაქ დეჰლორანში 12 ივლისს ჰაერის ტემპერატურამ +51.5°C შეადგინა, რაც 2026 წლის დასაწყისიდან მსოფლიოში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფორმაციას ჰიდრომეტეოროლოგიისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორი ლევონ აზიზიანი ავრცელებს.

დეჰლორანი ირანის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ რეგიონად ითვლება, თუმცა +51.5°C-იანი მაჩვენებელი წელს მსოფლიოში დაფიქსირებულ რეკორდულ ტემპერატურად სახელდება.