ტრადიციული ყოველთვიური ონლაინ შეხვედრის შემდეგ, OPEC+-ის შვიდი ქვეყნის (რუსეთი, საუდის არაბეთი, ალჟირი, ქუვეითი, ერაყი, ყაზახეთი და ომანი) მინისტრებმა გადაწყვიტეს ნავთობის წარმოების მიმდინარე კვოტები ნოემბრამდე გაეგრძელებინათ, – ნათქვამია OPEC-ის პრესრელიზში.
შეთანხმების ლიდერების - საუდის არაბეთისა და რუსეთის - ნავთობის წარმოების მაქსიმალური დონე შენარჩუნდა, შესაბამისად, 10.478 მილიონი ბარელი დღეში და 9.949 მილიონი ბარელი დღეში. ერაყს აქვს დღეში 4,431 მილიონი ბარელის წარმოების უფლება, ქუვეითს - 2,676 მილიონი ბარელი დღეში, ყაზახეთს - 1,628 მილიონი ბარელი დღეში, ალჟირს - 1,007 მილიონი ბარელი დღეში, ომანს - 841 ათასი ბარელი დღეში.
შეთანხმების მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება მისი სრული განხორციელებისკენ, – აღნიშნულია OPEC-ის ინფორმაციაში.