იაპონურმა ავტომწარმოებელმა Nissan Motor-მა პირველ ფისკალურ კვარტალში შემოსავალი გაზარდა და ორი წლის განმავლობაში პირველად დააფიქსირა კვარტალური წმინდა მოგება.

Nissan-მა პრესრელიზში განაცხადა, რომ აპრილ-ივნისის პერიოდში მისმა წმინდა მოგებამ 3.76 მილიარდი იენი (24 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 115.76 მილიარდი იენის ზარალი დაფიქსირდა. Quick-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები საშუალოდ 3.65 მილიარდი იენის ზარალს ვარაუდობდნენ.

საოპერაციო მოგებამ 77.89 მილიარდი იენი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 79.12 მილიარდი იენის საოპერაციო ზარალი დაფიქსირდა.

კვარტალური შემოსავალი 9.5%-ით გაიზარდა და 2.96 ტრილიონი იენი შეადგინა.

ვრცლად interfax – ზე