გლობალური სასაქონლო ვაჭრობის მოცულობა საქონლით 2026 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით 3.2%-ით გაიზარდა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მიუხედავად, – ნათქვამია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
მაჩვენებელი უფრო მაღალი აღმოჩნდა ვიდრე WTO-ში ელოდნენ, სადაც ამ ზრდას შთამბეჭდავს უწოდებენ იმის გათვალისწინებით, რომ გასული წლის იანვარ-მარტში საქონლით ვაჭრობის მოცულობა უჩვეულოდ მაღალი იყო ამერიკული კომპანიების მიერ მარაგების დაჩქარებული დაგროვების გამო, შეერთებულ შტატებში იმპორტზე მაღალი გადასახადების შემოღების მოლოდინში.