PMCG-ს დასაქმების თრექერის მიხედვით, 2026 წლის ივნისში ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 1,024,954 შეადგინა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 1.2%-ით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 2.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2026 წლის ივნისში იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 10.8%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2026 წლის ივნისში იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 37.4%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 4.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2026 წლის ივნისში იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.3%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.