მაუწყებლის ინფორმაციით, მომავალში ქართულენოვანი პროგრამის გაფართოება სხვა პლატფორმებზეც იგეგმება. DW აცხადებს, რომ ახალ გვერდზე მკითხველს შესთავაზებს სანდო, ობიექტურ და დროულ ინფორმაციას საქართველოდან, ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ინიციატივა European Information Shield Initiative-ის ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც DW და FMM ხელმძღვანელობენ. ევროკავშირის მხარდაჭერილი, 18-თვიანი პროექტი დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაძლიერებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად.