ბო­ლოს რო­დის გეს­ტუმ­რათ კბი­ლის ფე­რია? ალ­ბათ უკვე დიდი ხა­ნია, ბა­ლი­შის ქვეშ მო­ნე­ტის პოვ­ნის ასა­კიც წარ­სულს ჩა­ბარ­და, ხოლო და­კარ­გუ­ლი კბი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა დღეს იმპლან­ტებს, პრო­თე­ზებს ან სხვა სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ მკურ­ნა­ლო­ბას მი­მარ­თავს.

თუმ­ცა, მეც­ნი­ე­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ არც ისე შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში ეს შე­საძ­ლოა შე­იც­ვა­ლოს. მათი მი­ზა­ნია ისე­თი მე­თო­დის შექ­მნა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს და­კარ­გუ­ლი კბი­ლის ბუ­ნებ­რი­ვად აღ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.

ჟურ­ნალ Popular Mechanics-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­პო­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი ატა­რე­ბენ ექ­სპე­რი­მენ­ტებს პრე­პა­რატ­ზე, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა კბი­ლე­ბის ხე­ლა­ხა­ლი ზრდა შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­დოს. თუ კვლე­ვა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა, ახა­ლი მკურ­ნა­ლო­ბა 2030 წლის­თვის რე­ა­ლო­ბად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს.

კვლე­ვას ოსა­კა­ში მდე­ბა­რე კი­ტა­ნოს სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის სტო­მა­ტო­ლო­გი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, კაცუ ტა­კა­ჰა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

„გვინ­და და­ვეხ­მა­როთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც კბი­ლე­ბი და­კარ­გეს ან თან­და­ყო­ლი­ლად აკ­ლი­ათ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს არ არ­სე­ბობს მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მე­ლიც და­კარ­გუ­ლი კბი­ლის სრუ­ლად აღ­დგე­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფს, ვფიქ­რობთ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ლო­დი­ნი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია“, - ამ­ბობს ტა­კა­ჰა­ში.

  • მკვლევ­რე­ბის თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ანს გან­ვი­თა­რე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე მე­სა­მე რი­გის კბი­ლე­ბის წარ­მოქ­მნის პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. ყბა­ში რჩე­ბა ე.წ. „კბი­ლის კვირ­ტე­ბი“, რომ­ლე­ბიც ჩვე­უ­ლებ­რივ აღარ ვი­თარ­დე­ბა.

მეც­ნი­ე­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამ პრო­ცესს აფერ­ხებს ცილა, სა­ხე­ლად USAG-1, რო­მე­ლიც კბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას არე­გუ­ლი­რებს. სწო­რედ ამი­ტომ შე­იქ­მნა ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტი TRG035, რომ­ლის მი­ზა­ნიც ამ ცი­ლის დაბ­ლოკ­ვაა. მკვლევ­რე­ბის ვა­რა­უ­დით, ამის შე­დე­გად ორ­გა­ნიზ­მი კბი­ლის ბუ­ნებ­რი­ვად გაზ­რდას შეძ­ლებს.

ტა­კა­ჰა­შის გუნ­დმა ახა­ლი პრე­პა­რა­ტი უკვე გა­მოს­ცა­და ვირ­თხებ­ზე, ფე­რე­ტებ­სა და ძაღ­ლებ­ზე. მკვლევ­რე­ბის თქმით, ცდებ­მა და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა ფე­რე­ტებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა, რად­გან ამ ცხო­ვე­ლე­ბის კბი­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რა ადა­მი­ა­ნი­სას ძა­ლი­ან ჰგავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კვლე­ვა ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა დრო­ის სა­კი­თხია, მეც­ნი­ე­რე­ბი ოპ­ტი­მის­ტუ­რად არი­ან გან­წყო­ბილ­ნი. თუ მათი მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თლდე­ბა, შე­საძ­ლოა სულ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში და­კარ­გუ­ლი კბი­ლის ჩა­ნაც­ვლე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი იმპლან­ტით აღარ გახ­დეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი და ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი, ბუ­ნებ­რი­ვად გაზ­რდი­ლი კბი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცეთ.

წყა­რო:

www.ambebi.ge