ნატო-მ 27 მილიარდი ევროს ღირებულების მილსადენის სისტემის პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც თურქეთმა ვეტო მოხსნა, ალიანსის 32-ვე წევრმა სახელმწიფომ ნატო-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და ძვირადღირებულ, ერთობლივად დაფინანსებულ პროექტს მხარი დაუჭირა.

ამასთან, ცივი ომის პერიოდში შექმნილი საწვავით უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც ამჟამად 12 ქვეყნის მიწისქვეშა ქსელს აერთიანებს, გაფართოვდება და ნატო-ს ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგებსაც მოიცავს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, თურქეთი ცდილობდა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში პრიორიტეტი მინიჭებოდა მის ტერიტორიაზე დაგეგმილი 21 ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებას და ეს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებულიყო, მაგრამ ალიანსის გენერალური მდივნის, მარკ რუტეს და ევროპაში მგაერთიანებული ძალების მეთაურის, ალექსუს გრინკევიჩის ზეწოლის შედეგად ანკარამ პოზიცია შეარბილა, თუმცა პროექტის ერთ-ერთ მთავარ ბენეფიციარად მაინც დარჩება.

პროექტის დაწყება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იგეგმება, ხოლო მისი სრული რეალიზაციის ვადა 20-25 წელს შეადგენს.

წყარო: პირველი არხი