მსოფლიოში ყველაზე მეტი ტანკი რუსეთს, ჩრდილოეთ კორეას და ეგვიპტეს ჰყავს, - ამის შესახებ მონაცემებს Global Firepower ავრცელებს. კვლევის მიხედვით, საქართველოს ჩრდილოეთ მეზობელს 2024 წლისთვის 14 777 ერთეული ტანკი ჰყავს, ჩრდილოეთ კორეას 5 845, ეგვიპტეს - 5 340.

ხუთეულშია ჩინეთი და აშშ. ათეულში მე-19 ადგილზეა თურქეთი, მე-13-ზე უკრაინა, მე-18-ზე ისრაელი, 22-ზე - აზერბაიჯანი, 30-ზე - ბელარუსი.

ქვეყნების 20-ეული, ვისაც ყველაზე მეტი მძიმე ტექნიკა ჰყავს, ასეთია:

რუსეთი - 14 777 ერთეული ტანკი ჰყავს;

ჩრდილოეთ კორეა - 5 845 ტანკი;

ეგვიპტე - 5 340 ტანკი;

ჩინეთი - 5 000 ტანკი;

აშშ - 4657 ტანკი;

ინდოეთი - 4614 ტანკი;

პაკისტანი - 3742 ტანკი;

სირია - 2720 ტანკი;

სამხრეთ კორეა - 2510 ტანკი;

თურქეთი - 2 231 ტანკი;

ვიეტნამი - 2 029 ტანკი;

ირანი - 1 996 ტანკი;

უკრაინა -  1 777 ტანკი;

ერიტრეა - 1 756 ტანკი;

ალჟირი - 1632 ტანკი;

მაროკო - 1 564 ტანკი;

საუდის არაბეთი - 1485 ტანკი;

ისრაელი - 1370 ტანკი;

საბერძნეთი - 1365 ტანკი;

იორდანია - 1365 ტანკი.