Newsweek-ისა და Statista-ს მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის „მსოფლიოს საუკეთესო საავადმყოფოების“ რეიტინგის სათავეში ამერიკული Mayo Clinic-ის როჩესტერის ფილიალია. მეორე ადგილს კანადის Toronto General Hospital იკავებს, მესამეზე კი ამერიკული Cleveland Clinic-ია.

2026 წლის რეიტინგში 32 ქვეყნის 2 530 სამედიცინო დაწესებულება მოხვდა. შეფასებისას გათვალისწინებული იყო 100 000-ზე მეტი სამედიცინო პროფესიონალის გამოკითხვის შედეგები, საავადმყოფოების ხარისხის მაჩვენებლები, პაციენტების გამოცდილება და მკურნალობის შედეგების შეფასების სისტემების (PROMs) დანერგვის დონე.

რეიტინგის გლობალურ ტოპათეულში ასევე მოხვდნენ შვედეთის Karolinska University Hospital, ამერიკული Massachusetts General Hospital და Johns Hopkins Hospital, ისრაელის Sheba Medical Center, გერმანიის Charité, შვეიცარიის University Hospital Zurich და სინგაპურის Singapore General Hospital.