2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 46 082 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, აქედან 44 034 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ხოლო 2 048 საგზაო შემთხვევა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გადაკვალიფიცირდა.
შედეგად, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში დაიღუპა 315, ხოლო დაშავდა - 3 252 ადამიანი.
შსს-ს მიხედვით, წელს 9 თვეში მომხდარი ავარიები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
თბილისი - 26 150 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 536 - სისხლის სამართლის;
აჭარა - 4 740 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 340 - სისხლის სამართლის;
იმერეთი - 2 839 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 271 - სისხლის სამართლის;
ქვემო ქართლი - 2 721 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 226 სისხლის სამართლის წესით;
მცხეთა-მთიანეთი - 1 658 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 88 სისხლის სამართლის;
შიდა ქართლი - 1 636 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 144 სისხლის სამართლის;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 472 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 116 სისხლის სამართლის;
კახეთი - 1 352 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 195 სისხლის სამართლის;
სამცხე-ჯავახეთი - 854 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 69 სისხლის სამართლის;
გურია - 473 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 49 სისხლის სამართლის;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 139 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 14 სისხლის სამართლის;