მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის წამყვან პოზიციებზე ბევრისთვის ცნობილი ანტერპრენერები არიან, თუმცა, Forbes-ის ტოპ-500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის არიან ქალბატონები, რომელთა შესახებ შედარებით ნაკლებად არის ცნობილი.

დღეისთვის, მსოფლიოს უმდიდრესი ქალის წოდება Walmart-ის მეწილე ალის უოლტონს აქვს, სიაში ასევე არიან ფრანსუა ბეტენკურტ მეიერსი, ჯულია კოხი და ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი მაკკენზი სკოტი.

გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ 10 ქალბატონს, Forbes-ის ვერსიით, 20 სექტემბრის მდგომარეობით:

  • ალის უოლტონი - Walmart – 111.2 მლრდ აშშ დოლარი;
  • ფრანსუა ბეტენკურტ მეიერსი - L’Oreal – 90.6 მლრდ აშშ დოლარი;
  • ჯულია კოხი - Kock, Inc. – 81.2 მლრდ აშშ დოლარი;
  • ჟაკლინ მარსი - Candy, pet food – 41.2 მლრდ აშშ დოლარი;
  • სავიტრი ჯინდალი - Steel – 40.2 მლრდ აშშ დოლარი;
  • რაფაელა აპონტე-დიამანტი - გადაზიდვები – 39.5 მლრდ აშშ დოლარი;
  • მირიამ ადელსონი - კაზინოები - 36.4 მლრდ აშშ დოლარი;
  • აბიგაილ ჯონსონი - Fidelity – 36.1 მლრდ აშშ დოლარი;
  • მაკკენზი სკოტი - Amazon – 34.2 მლრდ აშშ დოლარი;
  • ირის ფონტბონა - მაინინგი - 33.7 მლრდ აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის სრულ სიაში ალის უოლტონი მსოფლიოს მე-15 ყველაზე მდიდარი ადამიანია, ჩვენი ჩამონათვალის მე-10 ადგილოსანი ირის ფონტბანა კი - მე-60.

ამ ათეულთან ახლოს არიან მარილინ სიმონსი, ელაინ მარშალი და ჯინა რაინჰარტი - სამივეს კაპიტალი 30-30 მლრდ აშშ დოლარზე მეტია.

წყარო: bpn.ge